კვიპროსში ხელოვნურ რიფებზე დაკვირვებისთვის, წყალქვეშა დრონებს გამოიყენებენ. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამ მოწყობილობებს, რომლებიც აღჭურვილია კამერებითა და სენსორებით, შეუძლიათ წყალქვეშ დარჩენა ერთ თვემდე. ისინი შეაგროვებენ მონაცემებს რიფების მდგომარეობის შესახებ, ასევე მონიტორინგს გაუწევენ უკანონო თევზაობას და დაცულ ტერიტორიებზე გემების შეჭრას.