მიკროსქემების მსოფლიოში წამყვანმა მწარმოებელმა Taiwan Semiconductor Manufacturing Co.-მ (TSMC) Tencent Holdings-ს გაუსწრო და კვლავ აზიის ყველაზე ძვირიანი კომპანიის ტიტული დაიბრუნა.
Market Watch-ის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან TSMC-ის აქციები 18,4%-ით გაძვირდა, ხოლო ბოლო 5 დღის განმავლობაში - 7,2%-ით. კომპანიის კაპიტალიზაცია ამჟამად 13,8 ტრილიონია ტაივანური დოლარია (450 მილიარდი აშშ დოლარი),
TSMC-მა 2023 წლის I კვარტალში წმინდა მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით გაზარდა, შემოსავალი - 3.6%-ით. თუმცა, მაჩვენებლები წინა კვარტალთან შედარებით 30% და 19%-ით ნაკლები იყო.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს აქტიური განვითარება ხელს შეუწყობს TSMC-ის მიერ წარმოებული მოწინავე ჩიპების ზრდას.
Tencent-ის კაპიტალიზაცია წელს 7,4%-ით გაიზარდა და პრაქტიკულად უცვლელი დარჩა გასული თვის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის ნელი აღდგენის ფონზე. ამჟამად, Tencent-ის კაპიტალიზაცია შეადგენს 3,17 ტრილიონ ჰონგ კონგის დოლარს (405 მილიარდი დოლარი).