საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.

„მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. მე უარს ვაცხადებ გადადგომაზე, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

მისივე თქმით, საფრანგეთის პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა, რადგან ესკალაციის ნაკლები მოლოდინი იყო.

ნუნიესმა ასევე განაცხადა, რომ ძალადობის ძირითადი მიზეზი „ვანდალები, მძარცველები და ულტრამემარცხენე აქტივისტები“ იყვნენ.

მანამდე ცნობლი გახდა, რომ ლორან ნუნიესმა ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება კვირას წარუდგინა. ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობის გაგრძელების აუცილებლობიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამ წინადადებაზე უარი თქვა“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

1tv.ge