ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტარიფების ახალი პაკეტი დააანონსა.
საუბარია სატვირთოების იმპორტზე 25%-იანი, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯზე 50%-იანი, ავეჯის გადასაკრავებზე 30%-იანი, ხოლო ბრენდირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე 100%-იანი ტარიფებზე.
იმპორტზე დამატებითი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ იმ ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებს ამერიკაშიც აწარმოებენ. შეღავათები შეეხებათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც უკვე აშენებენ ან ემზადებიან საწარმო ობიექტების გახსნისთვის.
გადაწყვეტილება ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა.
ექსპერტების აზრით, დამატებითი ტარიფების დაწესებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამარტო ინფლაციის ზრდა, არამედ ავეჯისა და წამლების ფასების ზრდაც. წამლების ფასების ზრდა კი ჯანდაცვის სექტორს დააზარალებს. ტარიფების დაწესება დიდი ალბათობით წამლების მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს.