გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ პენტაგონის მაღალჩინოსნებს "სანდო სამხედრო სცენარების" წარდგენა ფორმალურად სთხოვა, რათა პანამის არხზე აშშ-ს შეუფერხებელი წვდომა უზრუნველყოფილი იყოს.
გამოცემის მიხედვით, ეს ერთ-ერთია იმ არაერთ ახალ დირექტივას შორის, რაც აშშ-ს სტრატეგიული პრიორიტეტების საფუძვლიან გადახედვას წარმოადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მაღალი რანგის ლიდერებს გაუგზავნეს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს "მყისიერად" შესასრულებელი დირექტივა მისცა და მიუთითა, "წარადგინონ სანდო სამხედრო სცენარები, რათა პანამის არხზე სამართლიანი და შეუფერხებელი წვდომა იყოს უზრუნველყოფილი აშშ-ს სამხედრო და კომერციული ხომალდებისთვის". - წერია CNN-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.
ამასთანავე, CNN-ის ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ აშშ-ს არმიის "უმთავრესი პრიორიტეტი" სამშობლოს დაცვაა და ადმინისტრაცია პენტაგონს მიუთითებს, "საზღვრები ჩაკეტოს; შემოჭრის ფორმები უკუაგდოს, მათ შორის უკანონო მასობრივი მიგრაცია, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანების კონტრაბანდა და ტრეფიკინგი, და სხვა კრიმინალური საქმიანობები, და დეპორტაცია გაუკეთოს არალეგალ მიგრანტებს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობით".