აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს იხმობს და მიზნად კრიტიკული მინერალების ადგილობრივი წარმოების განვითარების წახალისებას ისახავს.

განკარგულება ასევე მიზნად ისახავს, რომ შეამციროს კრიტიკული მინერალების მხრივ აშშ-დამოკიდებულება ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე.

ბრძანება კორეის ომის დროს მიღებულ თავდაცვის წარმოების აქტს იხმობს და სახელმწიფო სამსახურებს, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს, წიაღისეულის მოპოვების პროექტებისთვის უპირატესობის მინიჭებასა და მინერალების წარმოების წასახალისებლად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ავალებს.

“ჩვენს ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას მტრულად განწყობილი ძალების მინერალების წარმოებაზე დამოკიდებულება ახლა მწვავე საფრთხეს უქმნის. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ აშშ-მ მინერალების ადგილობრივი წარმოება მაქსიმალურად გააადვილოს“. - წერია ბრძანებაში.

ტრამპის ბრძანება აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაგ ბურგუმს მიუთითებს, რომ 10 დღის განმავლობაში ყველა იმ ფედერალური მიწების სია შეადგინოს, “რომელთა შესახებ ვიცით, რომ მინერალურ საბადოებსა და რეზერვებს მოიცავს”, და “შესაფერისი კანონების შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობის მთავარ დანიშნულებად უპირატესობა მინერალების წარმოებასა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებულ მიზნებს მიანიჭოს“.

გარდა ამისა, განკარგულება შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრებს “რაც შეიძლება მეტი ადგილის” იდენტიფიცირებას ავალებს, სადაც მინერალების კერძო წარმოება არის შესაძლებელი.

გუშინ, 20 მარტს ტრამპმა თქვა, რომ უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას ხელი “ძალიან მალე” მოეწერება.

“ჩვენ ასევე ხელს ვაწერთ შეთანხმებებს სხვადასხვა ადგილებში, რათა მსოფლიოს გარშემო იშვიათი წიაღისეულები და მინერალები და მრავალი სხვა რამ აღმოვაჩინოთ, თუმცა, განსაკუთრებით უკრაინაში”. - თქვა ტრამპმა.

ამავე დღეს, 20 მარტს, ტრამპმა განაცხადა, რომ "ძალიან მალე" უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერს.

უკრაინის გარდა, აშშ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც მუშაობს.

წყარო: tabula.ge