აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთი, არამედ უკრაინა აფერხებს.
Reuters-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინაში შეჭრა დაასრულოს. მისი თქმით, ზელენსკი უფრო მეტად იკავებს თავს.
„ვფიქრობ, ის [ვლადიმერ პუტინი] მზადაა შეთანხმების დასადებად. ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად ამისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის გადაჭრა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების გზით, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი“.
კითხვაზე, თუ რატომ თვლის, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკი აბრკოლებს, ტრამპმა დეტალები არ დააკონკრეტა და აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა“.
Ipn.ge