აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის ორი თვე მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ CNN იტყობინება, ტრამპის მიერ ხამენეისთვის მიწერილი წერილის შინაარსის გაცნობილ წყაროზე დაყრდნობით.
პრეზიდენტის მოთხოვნა ირანს მიაწოდა ტრამპის ელჩმა ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მეშვეობით.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განუცხადა აიათოლა ხამენეის, რომ მას სურს ირანის ბირთვული დავის გადაწყვეტა დიპლომატიური გზით - და ძალიან სწრაფად. და თუ ეს შეუძლებელია, დავის მოგვარების სხვა გზები იქნება", - განუცხადა CNN-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზმა.