"დონალდ ტრამპი განაწყენებულია [აშშ-ს] დღევანდელ ადმინისტრაციაზე და რუსეთისთვის სანქციების გაუქმებით იმუქრება. გააუქმებს კი, თუ აირჩევენ? რა თქმა უნდა, არა."- წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე.
ის ამავე ტელეგრამ-პოსტში ტრამპს სისტემურ ფიგურას უწოდებს. რაც შეეხება ჰარისს, მედვედევი სასიამოვნო სიურპრიზებს არც მისგან ელის.
"ჩანს, როგორც "არასისტემური" ხასიათის, თუმცა საბოლოოდ სისტემური ფიგურაა. კი, ის ექსტრავაგანტი ნარცისია, მაგრამ პრაგმატიკოსიცაა. ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, ხვდება, რომ სანქციები მსოფლიოში დოლარის დომინაციას ხელს უშლის, თუმცა არც ისე, რომ აშშ-ში რევოლუცია მოაწყოს და მასზე გაცილებით ძლიერი Deep State-ის ანტირუსული ხაზის წინააღმდეგ წავიდეს.
რაც შეეხება ჰარისს, სიურპრიზებს არც მისგან უნდა ელოდოთ.
სსრკ-ს წინააღმდეგ სანქციები მე-20 საუკუნეშიც არსებობდა. ისინი 21-ე საუკუნეში უპრეცედენტო მასშტაბებით დაბრუნდნენ. შესაბამისად, ყველა ჩვენგანისთვის - სანქციები მუდმივია. ან უფრო მანამ, სანამ აშშ გარდაუვალი სამოქალაქო ომის შედეგად არ ჩამოიშლება. ბოლო-ბოლო, ტყუილად ხომ არ იღებს ჰოლივუდი ამდენ ფილმს ამის შესახებ?" - წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდებტი.
წყარო: ტაბულა