ირანის საზღვაო ბლოკადა დღეს დაიწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
„აშშ ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით 10:00 საათიდან დაიწყებს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, „რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან“.
„CENTCOM-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების თავისუფალ ნავიგაციას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან არაირანული პორტების მიმართულებით ან მათი დატოვების მიზნით“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
ცნობისთვის, ირანთან მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ გამოაცხადა, რომ აშშ ყველა იმ გემის ბლოკირებას დაიწყებს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას შეეცდება.
Ipn.ge