აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის აღარ აპირებს ნიუ იორკისთვის ფედერალური დაფინანსების შეზღუდვას. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ იორკის არჩეულ მერთან ზოჰრან მამდანისთან პირველ შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა.
„ვფიქრობ, მე მას დახმარებას გავუწევ და ზიანს არ მივაყენებ,“ – თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, მამდანისთან შეხვედრამ „ნამდვილად გააოცა“, და რომ ისინი გარკვეულ საკითხებში თანხმდებიან, მაგალითად, დანაშაულსა და ნიუ იორკში საცხოვრებელი სახლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკაზე.
ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ახლად არჩეული მერი რამდენჯერმე შეაქო.
„ვფიქრობ, ამ მერს შეუძლია ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან კარგი იქნება,“ – თქვა ტრამპმა.