იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor-მა, მანქანები სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, დაახლოებით 580 000 მანქანის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხარვეზი გამოწვეულია მანქანის პედლების ჭანჭიკების არასწორი მოჭიმვის ბრუნვის შედეგად, რამაც, უარეს შემთხვევაში, შეიძლება დამუხრუჭებისას სირთულეები გამოიწვიოს.
ამ დროისთვის არ არსებობს ცნობები ამ გაუმართაობასთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ. გაწვევის დეტალები, კერძოდ, შეკეთებას დაქვემდებარებული მანქანების მოდელები, მითითებული არ არის.
მანამდე Honda-მ და Acura-მ ასევე 248,999 ავტომობილის გაწვევის შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის 2018-19 Honda Odyssey, 2016 და 2018-19 Honda Pilot, 2017 და 2019 Honda Ridgeline და Acura TLX 2 20. ეს პრობლემები დაკავშირებული იყო ავტოტრანსპორტის ძრავასთან.