ცენტრალური ბანკის რეზერვები ქვეყნის ფინანსური ფარის ფუნქციას ასრულებს, რომელიც უცხოური ვალუტების, ოქროსა და სხვა ლიკვიდური აქტივებისგან შედგება. ეს რეზერვები ვალუტების დასტაბილურებასა და ფინანსური კრიზისების გადალახვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

The World Factbook-დან აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ტოპ-50 ქვეყანას ცენტრალური ბანკის რეზერვების (ვალუტისა და ოქროს) ღირებულების მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით.

ეს აქტივები განსაზღვრავს, თუ რამდენად მდგრადია ეკონომიკები შოკების მიმართ და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ გლობალურ ბაზრებზე.

The World Factbook-ის შეფასებით, ჩინეთს ცენტრალური ბანკის რეზერვებში 3.5 ტრილიონი დოლარი აქვს, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. The Economics Review-ის თანახმად, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტა იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობით შედის, ვიდრე გაედინება.

იუანის სწრაფი გამყარების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო ბანკი (PBC) აქტიურად ერევა სავალუტო ბაზარზე: ყიდულობს სხვა ვალუტებს და ბაზარზე დამატებით ფულს უშვებს, რაც ინფლაციის რისკს ქმნის. ამ ინფლაციური ზეწოლის კომპენსაციის მიზნით, ჩინეთი სტერილიზაციის სახელით ცნობილ სტრატეგიას იყენებს. ეს გულისხმობს მონეტარული პოლიტიკის ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საპირისპირო ეფექტს იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ამავე რეიტინგში შვეიცარია მეოთხე პოზიციას იკავებს. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, შვეიცარიულ ფრანკზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან ის უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნეოდა, რამაც მის ღირებულებაზე ზეწოლა მოახდინა.

შვეიცარიული ფრანკის ღირებულების სწრაფი ზრდის გამო, იმპორტი გაიაფდა, რამაც საერთო ფასები შეამცირა და დეფლაციის რისკი შექმნა. ამ რისკის დასაძლევად, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტები შეიძინა, რითაც ფრანკის ზრდა შეანელა, თავისი რეზერვები კი მნიშვნელოვნად გააფართოვა.

ბოლო წლებში, SNB-მა თავისი სავალუტო რეზერვები ინფლაციური ზეწოლის დასაძლევად გამოიყენა. უცხოური ვალუტის გაყიდვით (რაც შიდა ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდას უწყობს ხელს), ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ თავიანთი ვალუტის გაძვირება, რათა იმპორტი გაიაფდეს, შეამცირონ ფასების საერთო ზრდა და ინფლაცია სამიზნე დონემდე დაიყვანონ.

ტოპ-50 ქვეყანა ცენტრალური ბანკის რეზერვების მიხედვით (2024 წელი): 
ადგილი ქვეყანა რეზერვების მოცულობა (აშშ დოლარი)
1 ჩინეთი 3,456,000,000,000
2 იაპონია 1,231,000,000,000
3 აშშ 910,037,000,000
4 შვეიცარია 909,366,000,000
5 ინდოეთი 643,043,000,000
6 რუსეთი 597,217,000,000
7 საუდის არაბეთი 463,870,000,000
8 ჰონგ-კონგი 425,554,000,000
9 სამხრეთი კორეა 418,219,000,000
10 სინგაპური 383,946,000,000
11 გერმანია 377,936,000,000
12 ბრაზილია 329,732,000,000
13 იტალია 290,547,000,000
14 საფრანგეთი 282,857,000,000
15 არაბთა გაერთ. საამიროები 237,931,000,000
16 ტაილანდი 236,934,000,000
17 მექსიკა 232,035,000,000
18 პოლონეთი 223,115,000,000
19 ისრაელი 214,544,000,000
20 გაერთიანებული სამეფო 174,598,000,000
21 ინდონეზია 155,708,000,000
22 თურქეთი 154,774,000,000
23 ჩეხეთი 146,281,000,000
24 კანადა 119,778,000,000
25 მალაიზია 116,229,000,000
26 დანია 108,405,000,000
27 ესპანეთი 107,774,000,000
28 ფილიპინები 106,195,000,000
29 ერაყი 100,691,000,000
30 ლიბია 92,894,000,000
31 ვიეტნამი 83,082,000,000
32 ალჟირი 83,007,000,000
33 ნორვეგია 81,242,000,000
34 პერუ 79,246,000,000
35 ნიდერლანდები 79,129,000,000
36 რუმინეთი 73,391,000,000
37 სამხრეთი აფრიკა 65,435,000,000
38 შვედეთი 62,569,000,000
39 კოლუმბია 61,898,000,000
40 ავსტრალია 60,404,000,000
41 კატარი 53,987,000,000
42 ქუვეითი 50,728,000,000
43 უნგრეთი 46,422,000,000
44 ყაზახეთი 45,808,000,000
45 ეგვიპტე 44,921,000,000
46 ჩილე 44,403,000,000
47 უკრაინა 43,781,000,000
48 ბულგარეთი 43,698,000,000
49 პორტუგალია 42,434,000,000
50 ბელგია 41,449,000,000
დანარჩენი მსოფლიო (128 ქვეყანა) 881,000,000,000

forbes.ge