OAG-იმ 2023 წლის პირველი ნახევრის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავიაკომპანიის რეისები დაასახელა.

10-დან 6 ყველაზე ძვირადღირებული რეისი შიდა ფრენებზე მოდის და ყველაზე შემოსავლიანი - $1,21 მლრდ სიდნეი-მელბურნის მიმართულებაა.

გარდა ამისა, საუდის არაბეთში, ერ რიადიდან ჯიდაში ფრენების შემოსავალმა შიდა ამერიკული რეისების შემოსავალს გადააჭარბა.

რაც შეეხება საერთაშორისო რეისებს, ნიუ-იორკიდან ლონდონამდე ფრენა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთული და შემოსავლიანი რეისი იყო. ამ რეისზე 2023 წელს 3,88 მილიონი ბილეთი გაიყიდა და წლის პირველ ნახევარში, 1,15 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც 37%-იანი ზრდაა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საერთო ჯამში, 2019 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ შემოსავლიანი იყო რეისები დუბაიდან ერ-რიადიში. ამ რეისზე შემოსავლები 416%-ით გაიზარდა.

ყველაზე შემოსავლიანი ავიარეისების ათეული ასეთია:

ავიარეისი (აეროპორტის კოდები) / რეისი - ქალაქი / შემოსავალი

  • SYD-MEL - სიდნეი - მელბურნი - $1,21 მლრდ;
  • JFK-LHR - ნიუ იორკი (ჯონ ფ. კენედი) ლონდონი (ჰიტროუ) - $1,15 მლრდ;
  • RUH-JED - რიადი - ჯიდა - $1,03 მლრდ;
  • DXB-RUH - დუბაი - ერ-რიადი - $990 მლრდ;
  • LAX-JFK - ლოს-ანჯელესი - ნიუ-იორკში (ჯონ ფ. კენედი) - $801 მლნ;
  • SFO-EWR - სან ფრანცისკო - ნიუარკ - $722 მლნ;
  • EWR-LAX - ნიუ იორკი - ლოს ანჯელესი - $682 მლნ;
  • SIN-SYD - სინგაპური - სიდნეი - $650 მლნ;
  • JFK-CDG - ნიუ იორკი (ჯონ ფ. კენედი) - პარიზი (შარლ დე გოლი) - $647 მლნ;
  • PER-MEL - პერტი - მელბურნში - $642 მლნ.