უოლ სტრიტის ინდექსები იზრდება. ცნობილი თოჯინის Barbie-ის მწარმოებელი Mattel-ი სწრაფ ზრდას აჩვენებს. სწორედ Mattel-ის წარმომადგენლებმა დარეკეს გახსნის ზარი Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე.

ზედიზედ მეათე დღეა DowJones-ის აქციები. Dow Jones Industrial Average გაიზარდა 49.14 პუნქტით - 0.14%-ით გაიზარდა.

S&P 500 გაიხსნა 15,29 პუნქტით. ზრდა 0,34%-ია. ხოლო Nasdaq Composite-მა 84,87 პუნქტი მოიპოვა და 0,60%-ით გაიზარდა.

Warner Bros Pictures-ის ფილმი Barbie მსოფლიო კინოთეატრებში 21 ივლისს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი თამაშობენ.

Mattel-მა ფილმის თოჯინების ახალი კოლექციაც წარადგინა, რომელიც მსახიობების მიერ არის შთაგონებული.

business-partner.ge