პოპულარული გაცნობის აპლიკაცია Tinder რუსული ბაზრის დატოვებას გეგმავს.
„ჩვენი ბრენდები იღებენ ზომებს რუსეთში მათს სერვისებზე წვდომის შეზღუდვისთვის, რუსული ბაზრიდან გასვლის პროცესი 2023 წლის 30 ივნისამდე დაასრულდება,“ - წერია ბრენდის მფლობელი კომპანია Match Group-ის განცხადებაში.
Match Group-ის ერთ-ერთი აქციონერის, კომპანია Friends Fiduciary Corp-ის დირექტორის, ჯეფ პერკინსის თქმით, მათი გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოს დადგენილებას უკავშირდება.
„ბრენდის რეპუტაციისთვის არ არის კარგი, რომ განაგრძოს ოპერაციები ქვეყანაში, რომლის მეთაურსაც ბრალი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ წარუდგინა“, - აღნიშნა პერკინსმა.
2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება არაერთმა ტექნოლოგიურმა კომპნიამ მიიღო, მათ შორის, Apple-მა და Netflix-მა.