TikTok-ზე დამატებითი შემოსავლის წყაროების შესახებ კონტენტი 2026 წელსაც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად რჩება. საინვესტიციო კვლევითი პლატფორმა BestBrokers-ის გუნდმა სოციალური მედიის აპლიკაციაზე მიმდინარე წლის მაისისთვის ყველაზე პოპულარული დამატებითი შემოსავლის წყაროები გააანალიზა და ათეული შემოგვთავაზა.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა ოთხი ძირითადი კატეგორია შეისწავლეს: აპლიკაციაზე დაფუძნებული ერთჯერადი შეკვეთები (gig work), ფრილანსინგი, ელექტრონული კომერცია (ინვენტარიზაციისა და არაინვენტარიზაციის მოდელები) და კონტენტის შექმნა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საშუალო შემოსავალი, მაქსიმალური შემოსავლის პოტენციალი, სტაბილურობა, მასშტაბირების შესაძლებლობა, პლატფორმების საკომისიოები, წამოწყების ხარჯები და პროფესიული გადაწვის რისკი.

კვლევის მიხედვით, TikTok-ზე ყველაზე ხილვადი დამატებითი შემოსავლის კატეგორია ელექტრონული კომერციის ფრილანსინგია, რომელსაც 2026 წლის მაისის მდგომარეობით დაახლოებით 3.6 მილიონი პოსტი უკავშირდება. მეორე ადგილზეა ციფრული არტისტის კონტენტი – 2.7 მილიონი პოსტით, ხოლო მესამეზე დროპშიპინგი – 2.3 მილიონით.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კატეგორიებში გავრცელებული ვიდეოები ხშირად ხაზს უსვამს სწრაფ ფინანსურ წარმატებას, „პასიურ შემოსავალს“ და ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას, თუმცა მასში იშვიათად საუბრობენ რეალურ სირთულეებზე, მაგალითად, რეკლამის ხარჯებზე, კონკურენციაზე, წარუმატებელ პროდუქტებზე, არასტაბილურ შემოსავალსა და მოგებასა და შემოსავალს შორის განსხვავებაზე.

ვრცლად forbes.ge- ზე