TikTok-მა სამ მსხვილ ინვესტორთან – Oracle-თან, Silver Lake-თან და MGX-თან ხელი მოაწერა შეთანხმებებს ახალი, ერთობლივი კომპანია TikTok U.S.A.-ს შესაქმნელად, რაც პოპულარული პლატფორმის აშშ-ში ოპერირების გაგრძელებას უზრუნველყოფს.

The Associated Press-ის ცნობით, გარიგება, სავარაუდოდ, 22 იანვარს დასრულდება. 

TikTok U.S.A.-ს აქციების ნახევარი ინვესტორთა ჯგუფის საკუთრება იქნება, მათ შორის, Oracle-ის, Silver Lake-ის და MGX-ის, რომელთაგან თითოეული 15%-იან წილს ფლობს. AP-ის მოპოვებული მემორანდუმის თანახმად, ახალი აპლიკაციის 19.9%-ის მფლობელი ByteDance-ს იქნება, 30.1% კი ByteDance-ის შვილობილი კომპანიების საკუთრება იქნება.

გამოცემის ცნობით, TikTok U.S.A.-ს შვიდი წევრისგან შემდგარი დირექტორთა საბჭო ეყოლება, სადაც უმრავლესობა იქნება ამერიკელი და ასევე, დაექვემდებარება პირობებს, რომლებიც "დაიცავს ამერიკელების მონაცემებს და აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას".