Tesla-ს აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდაა აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ინფორმაციას forbes-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ილონ მასკის კომპანიის აქციების ზრდას ხელი შეუწყო სიახლეებმა, რომ იმპორტის ორმხრივი გადასახადები, რომელთა დაწესებას ტრამპი 2 აპრილიდან აპირებს, არ იქნება ისეთი დიდი, როგორც ის იმუქრებოდა. გარდა ამისა, ინვესტორებმა ისარგებლეს Tesla-ს აქციების შეძენის შესაძლებლობით, როდესაც მათი ღირებულება დაეცა, აღნიშნავს Reuters.

25 მარტს Nasdaq-ის ბირჟაზე ვაჭრობის შემდეგ Tesla-ს აქციები 11,93%-ით გაიზარდა და 278,39 აშშ დოლარი შეადგინა. საღამოს ვაჭრობის დროს ფასიანი ქაღალდები კი კიდევ 1,43%-ით გაძვირდა.