ამერიკული ელექტრო კროსოვერი მყიდველებში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული მოდელი პირველად გახდა. Jato Dynamics-ის კვლევის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილმა გაყიდვებით გადააჭარბა Toyota RAV4-ის და Toyota Corolla-ს სედანებს.

იანვრიდან მარტამდე პერიოდში 47 500 დოლარიანი Tesla Model Y-ის გლობალურმა გაყიდვებმა 267 200 ეგზემპლარი შეადგინა.

Jato Dynamics-ის ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ელექტრომობილი გახდა ბესტსელერი გლობალურ ბაზარზე.

ამერიკული ელექტრომობილების გარდა, მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეულში დანარჩენი ოთხი იაპონური Toyota-ებია. 

ამავე პერიოდში მეორე ადგილზე გასული იაპონური Corolla სედანები 256,4 ათასმა მყიდველმა აირჩია. საუკეთესო სამეულს Hilux-ის პიკაპი ხურავს, რომელიც  მთელ მსოფლიოში 214 700 ეგზემპლარი გაიყიდა.

ასევე მოთხოვნადი იყო RAV4 და Camry  - დილერებმა მთელს მსოფლიოში გაყიდეს 211 000 და 166 200 მანქანა.

მანამდე Jato Dynamics-ის ექსპერტებმა დაასახელეს 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები. სამეულში მოხვდნენ ამერიკული Tesla Model Y და Model 3, ასევე ჩინური მიკროავტომანქანა Wuling Hongguang Mini EV.