ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ შეერთებულ შტატებში შედარებით ბიუჯეტურ Model Y-სა და Model 3-ზე ფასები შეამცირა. CNBC აღნიშნავს, რომ კომპანია ამერიკელი მყიდველებისთვის წელს მეექვსედ ამცირებს ფასებს.
Model Y Long Range და Model Y Performance-ის ღირებულება 4 000 დოლარით შემცირდა, შესაბამისად 53,990 დოლარიდან 49,990-მდე, უკანა ამძრავიანი Model 3-ის ფასი - 2 000 დოლარით, 39,990 დოლარამდე.
Tesla-მ აშშ-ის უდიდეს ბაზარზე ამ წელს Model Y-ისა და Model 3-ის საბაზისო ფასები 20% და 11%-ით შეამცირა.
გარდა ამისა, კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეამცირა ფასები ევროპაში, სინგაპურში, იაპონიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში.
პირველ კვარტალში Tesla-ს მიწოდებები წინა სამ თვესთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და კომპანიის ისტორიაში რეკორდულ 422 875 ერთეულს მიაღწია, მათ შორის Model S-ისა და Model X-ის მიწოდებამ შეადგინა 10695 ერთეულს, Model 3-ისა და Model Y-ს - 412180-ს.
ოთხშაბათს ადრეულ ვაჭრობაში ტესლას აქციები 1,5%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 43,4%-ით შემცირდა.