პოპ ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა თავისი პირველი ექვსი ალბომის ორიგინალი ჩანაწერები შეისყიდა, რითაც სრულად აღიდგინა კონტროლი თავის სრულ მუსიკალურ კატალოგზე.

ექვსივე ალბომის ორიგინალი ჩანაწერი მომღერალმა ალბომების ამჟამინდელი მფლობელი ლეიბლის, Shamrock Capital-ისგან შეისყიდა. სვიფტს გარიგების ფინანსურ ნაწილზე არ უსაუბრია, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლეიბლი სვიფტის ჩანაწერებს $600 მილიონიდან $1 მილიარდამდე აფასებდა.

თავის კატალოგზე კონტროლის დასაბრუნებლად სვიფტმა 2021 წლიდან პირველი ექვსი ალბომის ახალი, "ტეილორის ვერსიების" (Taylor's Version) გამოშვება დაიწყო და ოთხი ახალი ალბომი ჩაწერა. 

ტეილორ სვიფტის ალბომები, რომლებიც მომღერალმა 2005 წლიდან 2017 წლამდე ჩაწერა, მისი მუსიკალური ლეიბლის, Big Machine Records-ის მფლობელობაში იყო. 2019 წელს Big Machine Records მედიამენეჯერმა სკუტერ ბრაუნმა შეისყიდა და ტეილორ სვიფტის ექვსივე ალბომი კერძო ფირმა Shamrock Holdings-ს მიჰყიდა. სვიფტი კი აცხადებდა, მან ამ გარიგების შესახებ არაფერი იცოდა და თავად აპირებდა საკუთარი ორიგინალი ჩანაწერების გამოსყიდვას.

ცნობისთვის, 35 წლის ტეილორ სვიფტი 14 გრემის ჯილდოს, მათ შორის "წლის ალბომის" ოთხგზის მფლობელია. მას ჰქონდა ასევე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე The Eras Tour, რამაც მომღერალს $2 მილიარდი მოუტანა.