ხარჯების მკვეთრი ზრდის თავიდან ასაცილებლად, Honda-მ წარმოების მექსიკიდან აშშ-ში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
ავტოგიგანტი ახალი თაობის ჰიბრიდული Civic-ის წარმოებას ინდიანას შტატში 2028 წელს დაიწყებს. წლიური გამოშვების მაჩვენებელი კი, დაახლოებით, 210 ათასი ავტომობილი იქნება.
ამ გადაწყვეტილების საფუძველი ტრამპის მიერ მექსიკასა და კანადაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფებია.