კვლევითი კომპანია Nielsen-ისა და Fox-ის სატელევიზიო არხის წინასწარი მონაცემებით, 126 მილიონმა ადამიანმა უყურა Super Bowl-ს, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალს.
მატჩს, რომელიც ორშაბათს ღამით გაიმართა, Fox-ის არხზე 111,5 მილიონმა ადამიანმა უყურა, უფასო სტრიმინგის სერვისზე Tubi-ზე 13,6 მილიონმა მაყურებელმა, ხოლო ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) საკუთარ პლატფორმაზე 800 ათასმა.
Super Bowl-ის რეკორდული აუდიტორია ზედიზედ მესამე წელია ფიქსირდება. გასულ წელს მატჩს 123,4 მილიონმა ადამიანმა უყურა.
წელს ფინალურ თამაშში მონაწილეობდნენ ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული „კანზას სიტი ჩიფსი“ და „ფილადელფია იგლზი“, რომელმაც მოიგო ანგარიშით 40-22. მატჩი ნიუ ორლეანში გაიმართა.