საავტომობილო კომპანია Stellantis NV-მ განაცხადა, რომ გლობალური გაყიდვები 9%-ით შემცირდა 2025 წლის პირველ კვარტალში, ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების მოცულობის და ევროპაში მსუბუქ კომერციულ მანქანებზე მოთხოვნის  შემცირების გამო.

Stellantis-ის გაყიდვებმა საანგარიშო კვარტალში შეადგინა 1.22 მილიონი მანქანა, წინა წლის 1.36 მილიონ მანქანასთან შედარებით.

Stellantis-ის გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში 20%-ით დაეცა, 325 000 ავტომობილამდე. ევროპაში გაყიდვები 8%-ით დაეცა და 568 000 ერთეული შეადგინა, მაგრამ ახალი მოდელების დანერგვის წყალობით ავტომწარმოებლის ბაზრის წილი რეგიონში მეოთხე კვარტალთან შედარებით 1,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (17,3%).

Stellantis-ის გაყიდვები ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში 15%-ით დაეცა, აზიაში 20%-ით, სამხრეთ ამერიკაში კი 19%-ით გაიზარდა.

2025 წლის დასაწყისიდან Stellantis-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 37.4%-ით დაეცა.

წყარო: interfax