მსოფლიოში ყავის მაღაზიების უმსხვილესი ქსელის მფლობელი, ამერიკული Starbucks Corp.–ი, რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, არაეფექტური მაჩვენებლების მქონე მაღაზიების დაახლოებით 1%-ის დახურვას და ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.

კომპანია აპირებს, სექტემბრის ბოლომდე ჩრდილოეთ ამერიკის ქსელში ყავის მაღაზიების რაოდენობა 18 300-მდე შეამციროს, ნათქვამია Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ნიკოლის მიერ კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ივლისის ბოლოს, Starbucks-ს ჩრდილოეთ ამერიკაში 18,734 მაღაზია ჰქონდა.

ვრცლად interfax – ზე