შვედურმა სტრიმინგ კომპანია Spotify Technology SA-მ გამოაქვეყნა 2025 წლის მეოთხე კვარტალის შედეგები, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, – ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.
კერძოდ, გამომწერთა რაოდენობა 290 მილიონამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია, ხოლო ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (MAU) 751 მილიონამდე გაიზარდა, რაც 11%-ით მეტია. Bloomberg-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 745.2 მილიონს პროგნოზირებდნენ.