ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თითქმის ყველა ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი და შესაძლებლობები გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ, დაუწესეს ფართომასშტაბიანი სანქციები, უკრაინას მიაწოდეს იარაღი, დაუქირავეს ჯარისკაცები, ამიტომ სხვა გზა არ დაგვიტოვეს - სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ბოლომდე იქნება მიყვანილი, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ნიუ დელიში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინისთვის გადაცემული იარაღი ტერორისტების ხელშია, რაც გავლენას ახდენს ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს სტაბილურობაზე.
მისი თქმით, „კიევისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, იწვევს ახალ მსხვერპლს და ინფრასტრუქტურის განადგურებას და საბოლოოდ ბუმერანგივით ბრუნდება, გავლენას ახდენს ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს სტაბილურობაზე“.
„რუსებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრისა. ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა შოიგუმ.