ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, Sony-მ გადაწყვიტა PlayStation 6 სათამაშო კონსოლის გამოშვება 2029 წლამდე გადადოს.

გადადების მთავარი მიზეზი შემთხვევითი წვდომის მეხსიერების (RAM) გლობალური დეფიციტია.

თავდაპირველად გამოშვება 2026-2028 წლებში იგეგმებოდა, თუმცა, მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კომპანია დილემის წინაშე დგას: მაღალი წარმადობის უზრუნველყოფა თუ ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნება. ამან საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ გამოშვების დაგვიანებული თარიღი, არამედ საბოლოო მომხმარებლებისთვის ფასების ზრდაც.