სომხეთის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან უკვე 53 000 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაგდასარიანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაჩინის დერეფანთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტ კორნიდზორში ჰუმანიტარული დერეფანი შეიქმნა.

სომხეთის მთავრობას ვალდებულება აიღო საცხოვრებლით უზრუნველყოს მოქალაქეები, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.