რამდენიმე ქვეყნის ბანკმა, სანქციების შიშით, რუსი იურიდიული პირების გადახდების დაბლოკვა დაიწყო, ამის შესახებ RBC-ი წერს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც სომხეთში, ყაზახეთსა და ჰონგ კონგში ბანკები ბლოკავენ გადახდებს რუსული იურიდიული პირებისგან რომლებიც მიკროსქემებით, პროცესორებით და სხვა ელექტრო აღჭურვილობით ვაჭრობენ.

გამოცემის წყაროს თქმით, ამის მიზეზი თებერვალში დაწესებული აშშ-ს სანქციების მეათე პაკეტია, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან თანამშრომლობისთვის შესაძლოა უცხოურ ბანკებიც დაექვემდებაროს სანქციებს.

როგორც გამოცემის წყარომ აღნიშნა, ახლა რუსულ კომპანიებს კომპიუტერების, მონაცემთა შენახვის სისტემების (DSS) და სხვა ელექტრო აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების იმპორტი „ალტერნატიული" კოდებით მოუწევთ.