აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს XIII გლობალური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, რომ სომხეთი თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გახდება სატრანზიტო ქვეყანა.
ალიევის თქმით, ეს შესაძლებლობა მეზობელ სახელმწიფოსთან მიღწეულმა სამშვიდობო შეთანხმებამ გააჩინა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „შუა დერეფნის“ ახალ განშტოებაზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, დააკავშიროს ქვეყნის ძირითადი ნაწილი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მყარი სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და პოტენციურად მილსადენების სისტემებით.