აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანის რეჟიმს სრულიად ანადგურებს.

„ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისი მტკიცებით, აღარ არსებობს ირანის სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალები, ასევე რაკეტები და დრონები.

„ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, რაკეტები, დრონები და ყველაფერი დანარჩენი განადგურებულია და მათი ლიდერები აღიგავნენ პირისაგან მიწისა. „ჩვენ გვაქვს შეუდარებელი ცეცხლსასროლი ძალა, შეუზღუდავი საბრძოლო მასალა და უამრავი დრო“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, შეერთებულ შტატებს აქვს უპრეცედენტო ცეცხლსასროლი ძალა, შეუზღუდავი საბრძოლო მასალა და უამრავი დრო.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ცეცხლსასროლი ძალა, შეუზღუდავი საბრძოლო მასალა და უამრავი დრო - ნახეთ, რა ემართებათ დღეს ამ შეშლილ არამზადებს. ისინი 47 წელია მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და ახლა მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, მათ ვხოცავ. რა დიდი პატივია ამის გაკეთება!“,- აღნიშნა ტრამპმა.

www.interpressnews.ge