ევროპული საავტომობილო ინდუსტრია, კრიზისის პირობებში სულ უფრო ხშირად არის იძულებული ითანამშრომლოს ჩინელ ავტომწარმოებლებთან, რათა თავიანთი ქარხნები დატვირთული იყოს, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და დარჩნენ კონკურენტუნარიანად – წერს Financial Times.
პარტნიორობის სფეროში ყველაზე წინ Stellantis–ი წავიდა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ორ ჩინელ პარტნიორთან სამ ქვეყანაში ერთდროულად.
ჯგუფი, რომელიც მოიცავს ისეთ ცნობილ ევროპულ ბრენდებს, როგორიცაა Peugeot, FIAT, Citroën, Opel და Alfa Romeo, უკვე აწარმოებს მოდელებს Leapmotor-თან და Dongfeng-თან ერთად. Dongfeng-თან შეთანხმებამ ხელი შეუწყო საფრანგეთის ქალაქ რენში ქარხნის შენარჩუნებას, სადაც მხოლოდ ერთი ასაწყობი ხაზია შემორჩენილი.
მსგავსი გადაწყვეტილება ელის იტალიურ Stellantis-ის ქარხანას კასინოში. სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან Leapmotor-ი ან Dongfeng-ი.
Nissan-ის სანდერლენდში მდებარე დიდი ბრიტანეთის ქარხანა Chery-სთან ერთობლივ წარმოებას მომავალ წელს დაიწყებს.
Ford-მა ცოტა ხნის წინ გააფორმა შეთანხმება Geely-სთან ესპანეთში ერთობლივი წარმოების შესახებ. „ევროპაში სიტუაცია სამუდამოდ შეიცვალა. მიზანია ყველაზე დაბალი შესაძლო ფასის მიღწევა“, - განმარტა პარტნიორობა Ford–ის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა ჯიმ ბაუმბიკმა.