სირიამ რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი აკრძალა, - ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Turkiye Today იუწყება.

თურქი ანალიტიკოსების შეფასებით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი თურქეთისთვის, რომელსაც სირიასთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს.

ამ ორი ქვეყნიდან იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სირიაში ირანიდან და ისრაელიდან მოქალაქეების შესვლაზე აკრძალვა.