სინგაპური დამოუკიდებლობის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა ტერიტორიის გაფართოებისთვის. დიახ, ქალაქ-სახელმწიფომ იმდენი ქვიშა დააგროვა, რომ სანაპირო ზოლი გააფართოვა და მიწა ზღვიდან „დაიბრუნა“. ამის შესახებ Bloomberg-ის მასალაშია ნათქვამი.

სინგაპური 2030 წლისთვის ტერიტორიის კიდევ 4%-ით გაფართოებას გეგმავს.

„მიწის არც ერთი დიუმის დაკარგვას არ ვაპირებთ. მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ ვაშენებთ ვქმნით დამატებით ტერიტორიას და ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ“, - ამბობს სამთავრობო სააგენტო PUB-ის დირექტორის მოადგილე ჰო ჩაი ტეკი, რომელიც კოორდინაციას უწევს ქვეყნის სანაპირო ზოლების შენარჩუნებას.

სინგაპურის ხმელეთის დაახლოებით მესამედი ზღვის დონიდან 4,8 მეტრზე ქვემოთ მდებარეობს, რაც საკმარისად დაბალია იმისთვის, რომ წყალდიდობამ სერიოზული ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

ბლუმბერგის შეფასებით, თუ ვივარაუდებთ 1,5 გრადუსი ცელსიუსით დათბობას, 50 მილიარდი დოლარის ქალაქის ნაგებობები, მათ შორის ცათამბჯენები და დიდი ბანკები  წყალდიდობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ეს ქვეყანა უფრო მგრძნობიარეა ზღვის დონის აწევის მიმართ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა.

პრემიერ-მინისტრმა ლი ჰსიან ლუნგმა 2019 წელს განაცხადა, რომ სინგაპურს მოუწევს $100 მლრდ დახარჯოს მომდევნო 100 წლის განმავლობაში ზღვის დონის აწევისგან თავის დასაცავად. ამის შემდეგ მთავრობამ 5 მილიარდი გამოყო სანაპირო დაცვისა და წყალდიდობისგან დაცვის ფონდში.

სინგაპურის ხელისუფლება ასევე განიხილავს ქარიშხლისგან დასაცავი ბარიერების შექმნას, ასევე წყალსაცავის სანაპირო კაშხლების სიმაღლის გაზრდას, რომელიც ბლოკავს წყალს.

სინგაპური ასევე აშენებს უზარმაზარ სატელიტურ ტერმინალს აეროპორტში ზღვის საშუალო დონიდან 5.4 მ სიმაღლეზე.