Visual Capitalist-მა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების რეიტინგის შესაქმნელად ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გამოიყენა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზზეა დაფუძნებული. Visual Capitalist-ის რეიტინგში 123 ქვეყანაა, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საშუალოზე დაბალია. გლობალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად აგრძელებს ზრდას და 2023 წლისთვის პროგნოზირებულია $13,920
პირველ ადგილზე ყველაზე დაბალი მშპ-ს მქონე ქვეყანაა. სიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის $7270-იანი მაჩვენებლით 99-ე ადგილს იკავებს.
ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 308 აშშ დოლარი, აფრიკის სახელმწიფოს ბურუნდის აქვს.
მეორე და მესამე ქვეყანა ყველაზე დაბალი მშპ-თი ერთ სულ მოსახლეზე ასევე აფრიკულ სახელმწიფოებია, სიერა-ლეონე და მალავი.
მსოფლიოს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით:
1 ბურუნდი – $308
2 სიერა-ლეონე – $472
3 მალავი – $483
4 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – $516
5 მადაგასკარი – $540
6 სომალი – $562
7 სამხრეთ სუდანი – $570
8 ნიგერი – $574
9 მოზამბიკი – $579
10 ერიტრეა – $700