Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება.
შვედეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, ქვეყანას ახლა თავდასხმების მუდმივ მუქარებთან აქვს საქმე, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ.“
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციული კამპანიები ცდილობენ შვედეთის იმიჯი შეცვალონ და ასახონ იგი, როგორც “ისლამისა და მუსლიმებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა, სადაც მუსლიმებზე თავდასხმები სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული და მუსლიმი ბავშვები შესაძლოა სპეციალური სამსახურების მიერ იქნან გატაცებული”.
შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის კარლ-ოსკარ ბოლინის განცხადებით, მისი უწყება„“გავლენის კამპანიებს ხედავს და ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა შვედეთის ყალბ იმიჯს ებრძოლოს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ვრცელდება.”
ტერორისტული საფრთხის შეფასება შენარჩუნებულია „გაზრდილ“ დონეზე - სამ ქულაზე ხუთქულიანი სისტემიდან.
„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები აქტიურად ავრცელებენ ყალბ განცხადებებს შვედეთზე და იმის შესახებ, რომ შვედეთი, როგორც სახელმწიფო, მხარს უჭერს ყურანისა და სხვა წმინდა ტექსტების დაწყვას,” - ნათქვამია განცხადებაში.