შვედეთმა ინვაზიური მცენარეების აღმოსაჩენად ძაღლების წვრთნა დაიწყო. ოთხფეხა მეგობრები შეძლებენ აღმოაჩინონ ინვაზიური მცენარეები, მათ გავრცელებამდე ჩანასახშივე. ძაღლების წვრთნას ექვსი თვიდან ერთ წლამდე სჭირდება.
სწავლება უკვე დაასრულეს 15-მდე ძაღლის მეპატრონემ და მათმა ძაღლებმა.
ოთხი გუნდი დამატებითი ტესტებს საკუთარი უნარების დასამტკიცებლად ჩააბარებს და მომავალ წელს ფერმებში მუშაობას შეუდგებიან.
პროექტმა ევროკავშირის მხარდაჭერა უკვე მიიღო.
ინვაზიური მცენარეები საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან ისინი ენდემურ მცენარეულ საფარს ანადგურებენ და მათ ადგილს იკავებენ. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ველური შვრია, იმდენად საშიშია, რომ ევროკავშირის ფერმერებს კანონით მოეთხოვებათ მათი კონტროლი.
ინვაზიური მცენარეები ვრცელდება თესლებით, რომლებიც ხშირად მანქანებისა თუ აგროტექნიკის ბორბლებს თუ სხვა ნაწილებს ეკვრის, ან ფრინველებსა და სხვა ცხოველებს გადააქვთ.
შვედეთის ქალაქ ტრელებორგში ამოწმებენ ახალ გზას ინვაზიური მცენარეებისგან თავის დასაღწევად. იგეგმება მათი უჯრედულ დონეზე განადგურება სითბოს გამოყენებით. ექსპერიმენტის სახით 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 მეტრის სიღრმეზე ჩამარხეს 54 გამათბობელი და გააცხელეს 150-დან 300 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურამდე, სანამ ყველა სარეველა ფესვი არ კვდება სიცხისგან. მიკრობიოლოგიური ბალანსის აღსადგენად კომპოსტს ასხამენ ნიადაგის დამუშავებულ უბანზე. შემდეგ ნიადაგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი მცენარეების დასარგავად. ამ გზით, ქალაქი, პირველ რიგში, აპირებს მოიშოროს ინვაზიური იაპონური კვანძი, რომელსაც ქიმიკატები ერევა და არც სარეველა მცენარეები კლავს.