რეგიონული დაძაბულობის ფონზე შვედეთი ბეირუთში საელჩოს დახურვას გეგმავს, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის თანამშრომლებს აცნობა, რომ ბეირუთი დატოვონ და კვიპროსში გაემგზავრონ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საელჩოს დროებით გადატანას გეგმავს“, - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.

ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუქრის მკვლელობის შემდეგ რეგიონში არსებული დაძაბულობა გაიზარდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი