ბრიტანულ - ნიდერლანდური ნავთობისა და გაზის გიგანტი Shell ნიგერიის სანაპიროსთან მდებარე Bonga–ს ნავთობის საბადოში ფრანგული TotalEnergies-ის წილს 510 მილიონ დოლარად შეიძენს, – ნათქვამია Shell-ის განცხადებაში.

Shell-ი საბადოს 12.5%-იან წილს შეიძენს მოპოვების გაზიარების ხელშეკრულებაში TotalEnergies-ის წილის შეძენის გზით.

გარიგების დასრულება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

საბადო Bonga–ში ნავთობის მოპოვება 2005 წელს დაიწყო და მისი სავარაუდო პოტენციალი დღეში 225 000 ბარელს შეადგენს.

წყარო: Interfax