ეს სერიოზული ჰიპოთეზა გაერო-ს ქსპერტებმა წამოაყენეს. მათი აზრით, ახალგაზრდა ქალებით ფართომასშტაბიანი ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და მათი სექსუალური ექსპლუატაცია, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის მიერ იყო ორგანიზებული, შეიძლება საერთაშორისო დანაშაულად იქნას მიჩნეული და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში (ნიდერლანდები). 2025 წლის 14 მარტიფოტო: ნიკოლას ტუკატი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
რა მოხდება, თუ ჯეფრი ეპშტეინისა და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებად გადაკვალიფიცირდება? როდესაც საქმე გაუპატიურებას, სექსუალურ მონობასა და ახალგაზრდა ქალებით ვაჭრობას ეხება, ყველა ეს ქმედება ხომ შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ჩაითვალოს?
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებში, რიმ ალსალემი განმარტავს: „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დეფინიციის თანახმად, ეს არის სამოქალაქო პირთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა, მათთვის ტანჯვის მიყენების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპშტეინის დოკუმენტების მხოლოდ 2 პროცენტამდე გვაქვს ნანახი, მათი შინაარსი ადასტურებს, რომ გარკვეული ფაქტები ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“.
ეპშტეინის შემთხვევაში, სამიზნე ჯგუფს დაუცველი ქალები და გოგონები წარმოადგენდნენ. ამიტომ, მისი საქმე შეიძლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომაც (ICC) კი გადაიბაროს: „ICC-სთვის მიმართვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩადენილია მისი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მისი მოქალაქის მიერ“, - განმარტავს რიმ ალსალემი.
გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის აზრით, ამის „ყველაზე მკაფიო ნიმუში ბრიტანელი გისლეინ მაქსველია“. ჯეფრი ეპშტეინის თანამზრახველი ამჟამად ოცწლიან სასჯელს სექსუალური დამნაშავისთვის არასრულწლოვანი მეძავების რეკრუტირებაში დახმარებისთვის იხდის.
თუმცა, ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომ რომელიმე სასამართლომ, თუნდაც ევროპაში, ეპშტეინის საქმის წარმოება საყოველთაო იურისდიქციის (universal jurisdiction) პრინციპით გადაწყვიტოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რიმ ალსალემი იმედოვნებს, რომ სამართლის ექსპერტები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
წყარო: 1 არხი