ნავთობის მოპოვების დონე შეერთებულ შტატებში სექტემბერში 1,7%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს დღეში 13,24 მილიონ ბარელს მიაღწია. ამის შესახებ Financial Times აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციაზე (EIA) დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალია. 

ამავე ცნობით, ტეხასის შტატში ნავთობის მოპოვება სექტემბერში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პირველად შემცირდა და დღეში 5,57 მლნ ბარელი შეადგინა. ნიუ-მექსიკოში ის გაიზარდა 1,1%-ით და შეადგინა 1,82 მლნ ბარელი/დღეში, ჩრდილოეთ დაკოტაში 6,5%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ბარელი შეადგინა.