საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირება, 2024 წლის პირველი კვარტალის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნათქვამია სამეფოს სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში, ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

ამრიგად, მომავალი წლის მარტის ბოლომდე, საუდის არაბეთში ნავთობის წარმოება დღეში კვლავ 9 მლნ ბარელი იქნება. 

სააგენტოს თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემცირებული მოცულობები შემდგომში ეტაპობრივად დაბრუნდება ბაზრის ვითარებიდან გამომდინარე.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 5 ოქტომბერს, OPEC+-ის წევრები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით უნდა შემცირებულიყო, რაც 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ენერგეტიკული კრიზისის და სხვა რეგიონებში ფასების ზრდის მიუხედავად, ამ ნაბიჯს მხარი ალიანსის ყველა წევრმა დაუჭირა, მათ შორის რუსეთმაც.