4 დეკემბრის სავაჭრო მონაცემებით, ლონდონის ICE ბირჟაზე Brent-ის ნავთობის იანვრის მიწოდების ფასი ბარელზე 78 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც პირველად მოხდა 17 ნოემბრის შემდეგ.

იანვრის მიწოდების ფასი  ბარელზე 77,96 დოლარი იყო. ამავდროულად, დეკემბერში მიწოდებისთვის WTI ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე 73,19 დოლარამდე დაეცა.

ერთ თვეში 15.5%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

30 ნოემბერს, OPEC+ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირების შესახებ 2024 წლის პირველ კვარტალში 2,2 მილიონი ბარელით დღეში (b/d). 1 მილიონი ბარელით შემცირებას უზრუნველყოფს საუდის არაბეთი, 0,5 მილიონით რუსეთის ფედერაცია და 0,7 მილიონით სხვა ქვეყნები. შემცირების გადაწყვეტილების მიუხედავად, ნავთობის ფასებმა დაცემა გამოიწვია.

დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 5%-ითაა შემცირებული და ამჟამად მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება 42 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი 68%-ითაა გაიაფებული.