აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  გაიზარდა  1.61  მილიონი ბარელით და შეადგინა 449.66 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 1.76 მილიონი ბარელით  და შეადგინა  218,183  მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  გაიზარდა 5.22 მილიონი ბარელით და შეადგინა  110.778  მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.