Scania-მ და Northvolt-მა გამოცადეს ახალი ბატარეა და დაამტკიცეს მისი უპირატესობა. ბატარეის გაყიდვა 2024 წლიდან  დაიწყება. ამის შესახებ Carscoops-ი იტყობინება

Scania-მ და შვედურმა კომპანია Northvolt-მა შეიმუშავეს ბატარეა ელექტრო სატვირთო მანქანებისთვის, რომლის სასიცოცხლო ციკლი 1,5 მილიონი კილომეტრია. ამის შესახებ Carscoops-ის ვებგვერდი იტყობინება.

Scania-ში აცხადებენ, რომ აკუმულატორს შეუძლია, სატვირთო მანქანას მთელი სიცოცხლე გაუძლოს. ეს მონაცემები ტესტების დროს დადასტურდა.

პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო. Scania-მ და Northvolt-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სატვირთო მანქანის ინოვაციური ბატარეის შემუშავებაზე.

Scania-სა და Northvolt-ის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტრო სატვირთო მანქანების შეკეთების ხარჯებს.

დიზაინში გამოყენებულია პრიზმული ელემენტები 157 Ah სიმძლავრით. მისი ნომინალური ძაბვა 3.6 ვ.-ია.