„სბერბანკმა“ თავისი ავსტრიული შვილობილი კომპანიის Sber Vermоgensverwaltungs AG in Abwicklung-ის გაყიდვის შესახებ განაცხადა, თუმცა გარიგების ოდენობა არ დაასახელა.
„ჩვენი ევროპული შვილობილი Sberbank Europe AG-ის გაყიდვა უცხოელ ინვესტორზე განპირობებულია მსოფლიოში არსებული ვითარებით. კმაყოფილი ვართ მიღწეული გარიგების პირობებით. Sber კონცენტრირებულია ფინანსური სერვისების განვითარებაზე რუსეთში, სადაც გვყავს 106 მილიონი ლოიალური მომხმარებელი“, - განაცხადა ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ვედიახინმა.
მიმდინარე თვის დასაწყისში გაზეთი Der Standard წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ საბანკო ჯგუფის ყოფილ მენეჯერებს, კერძოდ, ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს გერჰარდ რანდას და საბანკო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ზიგფრიდ ვოლფს შესაძლოა აქტივები გამოესყიდათ. აქტივები შეფასებული იყო 200-300 მილიონ ევროდ.
აღნიშნული ტრანზაქცია „სბერბანკის“ ევროპის საბანკო ბაზრიდან გასვლას ნიშნავს, რაზედაც ჯგუფმა განცხადება ჯერ კიდევ 2022 წლის მარტის დასაწყისში გააკეთა.