ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ „არაზუსტ“ მონაცემებთან ბრძოლას დაიწყებენ, წერს Financial Times.

გამოცემის ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიები შეშფოთებულნი არიან მათი პროდუქციის მოთხოვნის შემცირებით.

მხოლოდ რუსეთში, WCIOM-ის (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსეთის ცენტრი) მონაცემებით, გასულ წელს გამოკითხულთა თითქმის 50% ალკოჰოლს არ იღებდა. ოცი წლის წინ ეს მაჩვენებელი 30%-ს არ აღემატებოდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია, სუსტი და ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების აზრით, კიდევ უფრო უწყობს ხელს გაყიდვების შემცირებას. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ორგანიზმისთვის ალკოჰოლის „უსაფრთხო“ დოზა არ არსებობს.

კომპანიები თვლიან, რომ ნებისმიერი განცხადება სამეცნიერო კვლევებით უნდა იყოს გამყარებული. იაპონური ლუდსახარშის კომპანია Asahi-ს აღმასრულებელი დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ასეთ განცხადებებს „ხალხი შეცდომაში შეჰყავს“.