მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, სასამართლო პროცესი დახურული იყო. 

ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდის ცხრაწლიან პატიმრობას ვლადიმირის რეგიონის მეექვსე კოლონიაში.

„ექსტრემიზმის“ საქმის ფარგლებში ალექსეი ნავალნის შვიდი მუხლით ედებოდა ბრალი, მათ შორის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში. ექსტრემისტულ საზოგადოებად რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ნავალნის მიერ დაფუძნებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“. ამას გარდა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ექსტრემიზმისკენ მოწოდებაში, ექსტრემისტულ საქმიანობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში, მოქალაქეთა უფლებების ხელმყოფი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნაში, ნაციზმის რეაბილიტაციასა და საფრთხის შემცველ ქმედებებში მოზარდების ჩართვაში დასდეს ბრალი.

აღნიშნული საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ნავალნის იუთუბარხის ყოფილი ტექნიკური დირექტორი დანიელ ხოლოდნი, რომლისთვისაც პრკურატურა 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.